დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდა, შეწყვიტოს მუქარა გრენლანდიის მიტაცების შესახებ.
„დანიის სამეფო და შესაბამისად, გრენლანდია ნატო-ს ნაწილია და შესაბამისად, ალიანსის უსაფრთხოების გარანტიების ქვეშ ექცევა.
სამეფოსა და შეერთებულ შტატებს შორის უკვე არსებობს თავდაცვის შესახებ შეთანხმება, რომელიც შეერთებულ შტატებს გრენლანდიაზე ფართო წვდომას აძლევს.
ამიტომ, მოვუწოდებ შეერთებულ შტატებს, შეწყვიტოს ისტორიულად ახლო მოკავშირის, ასევე სხვა ქვეყნისა და სხვა ხალხის მიმართ მუქარა, რომლებმაც ნათლად განაცხადეს, რომ ისინი არ იყიდებიან,“ - განაცხადა დანიის პრემიერმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის ნამდვილად სჭირდება გრენლანდია. მისი თქმით, გრენლანდია რუსული და ჩინური გემებითაა გარშემორტყმული და შეერთებულ შტატებს ის თავდაცვისთვის სჭირდება.