შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე მომხდარი ტრაგედიის გამო ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა.
სათხილამურო კურორტზე აფეთქების შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 115 კი დაშავდა. რამდენიმე ადამიანი დაკარგულად არის მიჩნეული.
ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, დაღუპულთა იდენტიფიცირებას, შესაძლოა, რამდენიმე დღე დასჭირდეს.
მედიის ცნობით, დაშავებულების ასაკი 15-დან 25 წლამდეა. დაშავებულებს შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.
შვეიცარიის პრეზიდენტმა, გაი პარმელინიმ განაცხადა, რომ ხანძარი „ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ტრაგედიაა, რაც ქვეყანას განუცდია“. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.
ცნობისთვის, აფეთქება პირველ იანვარს, ადგილობრივი დროით 01:30 საათზე სათხილამურო კურორტ კრანს-მონტანაში, Le Constellation Bar and Lounge-ში მოხდა, სადაც ახალ წელს აღნიშნავდნენ.