რუსებმა ჩერნიჰივის ოლქის ქალაქ სემიონოვკაში მდებარე საავადმყოფოზე დრონებით იერიში მიიტანეს. ინფორმაციას ნოვოგოროდ-სევერსკი სრაიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლექსანდრ სელივერსტოვი ავრცელებს.
„დაზარალებულთა და ნგრევის მასშტაბის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, - დაწერა სელივერსტოვმა Facebook-ზე.
შეტევა იყო ხერსონზეც. რუსეთის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
ხუთშაბათს საღამოს რუსები თავს დაესხნენ ზაპოროჟიეს. გაჩნდა ხანძარი.
„რუსები ოლქის ცენტრს თავს დაესხნენ. გაჩნდა ხანძარი. საჰაერო თავდასხმის შესახებ განგაში ძალაში რჩება. დარჩით უსაფრთხო ადგილებში“, - დაწერა Telegram-ზე ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ივან ფიოდოროვმა.
პარასკევს ღამით, რუსებმა დრონებით დარტყმა განახორციელეს დნოპროპეტროვსკის ოლქის სინელნიკოვის რაიონზე. ამის შესახებ განაცხადა ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ვლადისლავ ჰაივანენკომ.
მისი თქმით, ორი ადამიანი დაშავდა. ხანძარი გაჩნდა და დარტყმის შედეგად დაზიანდა ლიცეუმი, სპორტული დარბაზი და კერძო სახლი.