ვფიქრობ, კობახიძე კალაძის ჩამოშორებას ეცდება. მივა თუ არა საქმე დაჭერამდე, ეს ალბათ გარემოებებზე იქნება დამოკიდებული, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა არმაზ ახვლედიანმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
"არ მგონია, ივანიშვილი დაინტერესებული იყოს, რომ ღარიბაშვილი აღმოჩნდეს ციხეში, მაგრამ, მგონია, რომ კობახიძეს ნამდვილად სურს, რომ ღარიბაშვილი იხილოს ციხეში. თუ კობახიძემ გეგმა შეასრულა, შემდეგი, ვინც შეიძლება იყოს, ალბათ კალაძეა. ვფიქრობ, კობახიძე კალაძის ჩამოშორებას ეცდება. მივა თუ არა საქმე დაჭერამდე, ეს ალბათ გარემოებებზე იქნება დამოკიდებული. კობახიძე “ოცნებაში“ მოსვლის დღიდან ღარიბაშვილთან იყო დაპირისპირებული. ეს დაპირისპირება ყოველთვის, ყველა ეტაპზე ძალიან მწვავე იყო, ღარიბაშვილი მას ვერ იტანდა ორგანულად, მერე რომ ჩვენ ვხედავდით, თითქმის, სიამტკბილობას, ეს იყო იმისთვის, რომ ენახა მაყურებელს, სინამდვილეში კი, ივანიშვილი ახერხებდა ამ დაპირისპირებით და ერთგვარი ბალანსით ეკონტროლებინა ყველა და ყველაფერი და ახლა ვხედავთ, რომ ეს ბალანსი არსებიდად მორღვეულია, - განაცხადა ახვლედიანმა.