ციხიდან რომ უყურებ სასამართლო პროცესების გაშუქებას, ნებისმიერი დემონსტრანტის დაკავების დროს, სასამართლოსთან მხარდამჭერები დგანან, კომენტარებს იძლევიან, დაკავებულს ამხნევებენ, მოკითხვას უგზავნიან, ძალიან სტანდარტული სურათია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე წერს.
„ლილუაშვილი რომ ისე მიიყვანეს იზოლატორში, ერთი ახლობელი არ იდგა იქვე ახლო-მახლოს, მაგაზე გამახსენდა:
ციხიდან რომ უყურებ სასამართლო პროცესების გაშუქებას, ნებისმიერი დემონსტრანტის დაკავების დროს, სასამართლოსთან მხარდამჭერები დგანან, კომენტარებს იძლევიან, დაკავებულს ამხნევებენ, მოკითხვას უგზავნიან
ძალიან სტანდარტული სურათია, თვალი ეჩვევა
მერე უცებ რომელიმე დაჭერილი ბობოლა ქოცის პროცესიც იმართება. მედია იქვეა, აშუქებენ. ჩნდებიან ამ ქოცის მხოლოდ ოჯახის რამდენიმე წევრი და მაქსიმიმ 1-2 ოჯახის ძალიან ახლობელი. ჟურნალისტები უსვამენ კითხვებს. ისინი არ პასუხობენ, გარბიან.
ამ დროს სულ ველოდებოდი რომ რომელიმე ოჯახის წევრი აწევს თავს და კამერაში უბრალოდ მოიკითხავს დაჭერილ ქმარს/მამას/ძმას
მაგრამ არა. არცერთხელ
შვილი რომ ხარ, რა ძალამ უნდა გაგაჩეროს რომ დაჭერილ მამას უბრალოდ არ უთხრა კამერაში, თუნდაც ,,მამა, გვიყვარხარ, ჩვენ შენთან ვართ’’?
არცერთხელ“, - წერს ჯაფარიძე.