იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ, შობის მისალოც ცერემონიაზე განაცხადა, რომ 2026 წელი 2025 წელზე გაცილებით უარესი იქნება.
„ჩვენ ოჯახი ვართ, ჩვენ გუნდი ვართ, მთელი წელი ვიბრძვით. გასული წელი ყველასთვის რთული იყო, მაგრამ არ ინერვიულოთ, რადგან შემდეგი წელი გაცილებით უარესი იქნება. ამიტომ, გირჩევთ, კარგად დაისვენოთ ამ დღესასწაულებზე, რადგან რამდენიმე დღეში შევხვდებით ერთმანეთს, რათა გავაგრძელოთ ამ არაჩვეულებრივი ქვეყნისთვის პასუხების გაცემა“, - თქვა მელონიმ კიჯის სასახლის მთავრობის თანამშრომლებთან შობის დღესასწაულის მისალოც ცერემონიაზე.