რუსეთი, შესაძლოა, ნატოს ერთ-ერთ ქვეყანას თავს დაესხას უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ, ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა dpa-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ევროპის უსაფრთხოება მხოლოდ რუსეთისგან უსაფრთხოების უზრუნველყოფით არის შესაძლებელი“, - აღნიშნა ვადეფულმა.
ამიტომ, მისი თქმით, გერმანია დაინტერესებულია უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებით.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარი თქვა იმ სცენარის ალბათობის შეფასებაზე, რომლის დროსაც კრემლი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნატო-ს ტერიტორიაზე თავდასხმისთვის ისარგებლებდა.
„მე მხოლოდ შემიძლია რჩევა, რომ მზად ვიყოთ მოვლენების ასეთი განვითარებისთვის“, - თქვა მან.
ვადეფულის განცხადებით, გერმანიას არ აქვს მიზეზი, შეამციროს თავდაცვითი ძალისხმევა: ევროპამ კრემლთან ურთიერთობებში ძალის პოზიციიდან უნდა იმოქმედოს.
„თუ რუსული არმია უკრაინაში მდგრად სამხედრო წარმატებას მიაღწევს, ეს ნატო-სთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს“, - თქვა მინისტრმა.
მხოლოდ ამ მიზეზით, უკრაინის მხარდაჭერა კვლავ რჩება ამოცანად, რომელიც პირდაპირ კავშირშია ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებასთან.
„რაც უფრო სტაბილური გახდება სამშვიდობო სიტუაცია უკრაინაში და რაც უფრო მალე შეძლებს უკრაინა საკუთარი ინტერესების დაცვას, მით უკეთესი იქნება ეს მთელი ევროპისთვის“, - თქვა ვადეფულმა.