თამარ მეარაყიშვილის დააკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობ და თქვენს ინფორმაციას ვეყრდნობი, მაგრამ სამწუხაროდ, არის ფაქტები, როცა საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავება ხდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თავისთავად, როცა საქმე შეეხება უკანონო რეჟიმს, ნებისმიერი ასეთი ქმედება თავისი არსით უკანონოა.
„განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როცა ბრალდებების შინაარსი თავისი არსით უკანონოა. ყველა ზომას მივმართავთ, რომ ასეთი უკანონობა შეწყდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
არსებული ინფორმაციით, ე.წ. ცხინვალის პროკურატურამ საქართველოს მოქალაქე თამარ მეარაყიშვილი დააკავა.