პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი მიიჩნევს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის შობამდე ცეცხლის შეწყვეტა ნაკლებად სავარაუდოა, რადგან მისი თქმით, რუსული მხარე დიდად არ არის დაინტერესებული სერიოზული სამშვიდობო მოლაპარაკებებით ან საომარი მოქმედებების შეწყვეტით.
„როგორც ჩანს, რუსები ჯერ არ არიან დაინტერესებულნი სერიოზული სამშვიდობო მოლაპარაკებებით ან ცეცხლის შეწყვეტით. საჭიროა მეტი ზეწოლა და იმის დემონსტრირება, რომ დასავლეთი არ დაუშვებს საკუთარი თავის გახლეჩას. ამის შემდეგ მოლაპარაკებებმა შეიძლება კონკრეტული ხასიათი მიიღოს. თუმცა, ეს შობამდე ნაკლებად სავარაუდო ჩანს“, - განაცხადა ტუსკმა.
როგორც ცნობილია, უკრაინის პრეზიდენტმა ვომირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინა და შეერთებული შტატები მხარს უჭერენ შობის დღესასწაულისთვის ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების იდეას, რომელიც ორშაბათს გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა გააჟღერა. ახლა ეს საკითხი რუსეთის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.