რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება უკრაინისთვის „რეპარაციის სესხის“ სახით რუსული აქტივების გამოყენების შესახებ რუსეთმა შესაძლოა ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ ომის საბაბად მიიჩნიოს.
მედვედევმა განაცხადა, რომ თუ „შეშლილი ევროკავშირი რუსული აქტივების მოპარვას შეეცდება“ და მათ უკრაინისთვის რეპარაციების სესხისთვის გამოიყენებს, მაშინ რუსეთს შეუძლია ეს ომის საბაბად ჩათვალოს.
„ასეთი ქმედებები, საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, შეიძლება კლასიფიცირდეს, როგორც განსაკუთრებული სახის casus belli, ბრიუსელისა და ევროკავშირის ცალკეული ქვეყნებისთვის ყველა შემდგომი შედეგით.
და შემდეგ ამ თანხების დაბრუნება შეიძლება მოხდეს არა სასამართლოს მეშვეობით, არამედ რუსეთის დამარცხებული მტრების მიერ ნატურით გადახდილი რეალური რეპარაციების გზით“, - განაცხადა მედვედევმა.