ნარჩევი სამოქალაქო და მედიასაზოგადოების მიერ „ლელოს“ ლიდერის ტერორისტულ აქტზე ტვინის ძაბვა, რომლის ამპლიტუდა არდაჯერებიდან გამართლებამდე მერყეობს, გვაჩვენებს, რომ საქმე შეშლილ რადიკალებთან გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, „ეს დიდი პრობლემა არ იქნებოდა, ეს შეშლილი რადიკალები ბრიუსელისთვის ქართველის ეტალონი და მთავარი დასაყრდენები რომ არ იყვნენ“.
„ნარჩევი სამოქალაქო და მედიასაზოგადოების მიერ „ლელოს“ ლიდერის ტერორისტულ აქტზე ტვინის ძაბვა, რომლის ამპლიტუდა არდაჯერებიდან გამართლებამდე მერყეობს, გვაჩვენებს, რომ საქმე შეშლილ რადიკალებთან გვაქვს. ეს, თავისთავად, დიდი პრობლემა არ იქნებოდა, ეს შეშლილი რადიკალები ბრიუსელისთვის ქართველის ეტალონი და მთავარი დასაყრდენები რომ არ იყვნენ. თან გამოცდილებაც გვკარნახობს, რომ ბრიუსელშიც მოიძებნება ერთი-ორი, ვისგანაც ზუსტად ასეთივე შეშლილ, ტერორისტული ფაქტის აღქმად გარდაქმნის პროცესს უნდა ველოდოთ“, – წერს პაპუაშვილი.