საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს ანტისამთავრობო დემონსტრაციების დასაშლელად, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომისდროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა. ამის შესახებ ვრცეს სტატიას BBC აქვეყნებს.
BBC-ის მიხედვით, ისინი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმიდან ინფორმატორებსა და ექიმებს ესაუბრნენ და აღმოაჩინეს მტკიცებულებები, რომელიც "ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე მიანიშნებს, რომელსაც საფრანგეთის არმიამ 'კამიტე' უწოდა."
BBC-ის გამოძიების თანახმად, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრანტების დასაშლელად I მსოფლიო ომში გამოყენებული ტოქსიკური ნაერთი წყლის ჭავლში იყო შერეული.
BBC ესაუბრა ქიმიური იარაღის ექსპერტებს, ექიმებს, ასევე ინფორმატორებს საქართველოს სპეცრაზმიდან და განაცხადა, რომ მტკიცებულებები მიუთითებს იმ ქიმიური აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც ფრანგმა სამხედროებმა „კამიტე“ უწოდეს.
„კამიტი“ საფრანგეთმა პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა. მისი შემდგომი გამოყენების შესახებ მცირე დოკუმენტაცია არსებობს, თუმცა ითვლება, რომ ის გამოყენებიდან 1930-იან წლებში ამოიღეს, ვინაიდან მისი მოქმედების ხანგრძლივი ეფექტი შემაშფოთებელი იყო და ჩაანაცვლეს CS გაზით, იგივე ცრემლსადენი გაზით.
საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილი, რომლებიც ქართული სპეცრაზმის მიერ გამოყენებულ წყლის ჭავლში მოყვნენ, საუბრობდნენ სიმპტომებზე, რომლებიც დიდხანს – ზოგ შემთხვევაში რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდა: თავის ტკივილი, უენერგიობა, წვა, სუნთქვის გაგრძელება და გულისრევა.
„გრძნობ, რომ კანი გეწვის“. – უთხრა BBC-ს პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ. მისივე თქმით, წვის შეგრძნების მოშორება დიდი ხნის განმავლობაში შეუძლებელია.
„ქართული ოცნებამ" BBC-ს განუცხადა, რომ მათი გამოძიების შედეგები „აბსურდულია“ და რომ პოლიციამ კანონიერად იმოქმედა „სასტიკი დამნაშავეების უკანონო ქმედებებზე“.
ამოცემა წერს, რომ "კამიტე" პირველ მსოფლიო ომში საფრანგეთმა გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა და ცირკულაციიდან მისი ამოიღება 1930-იან წლებში მოხდა, მის გრძელვადიან ეფექტებზე არსებული შიშების გამო. ის ე.წ. "ცრემლსადენი გაზით" ჩაანაცვლეს.