აშშ-სთან მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის, რუსტემ უმეროვის მიერ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საუბარი „კონსტრუქციულად“ შეაფასა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს, ამერიკაში გუნდების მუშაობის დასრულების შემდეგ, უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსტემ უმეროვმა, დიალოგის ძირითადი პარამეტრების, მისი ფოკუსისა და ზოგიერთი შედეგის შესახებ ანგარიში წარადგინა. მნიშვნელოვანია, რომ საუბარი კონსტრუქციული იყო და შეხვედრაზე ყველა საკითხი ღიად და უკრაინის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფის მიზნით განიხილებოდა. მადლიერი ვარ ამერიკის, პრეზიდენტ ტრამპის გუნდის და თავად პრეზიდენტის იმ დროისთვის, რომელსაც ისინი ასე ინტენსიურად ხარჯავენ ომის დასრულების ნაბიჯების განსაზღვრაზე. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას,“ - წერს ზელენსკი.
ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ის უკრაინის გუნდისგან სრულ ანგარიშს პირად შეხვედრაზე ელის.