„ნაცი“ რუსთაველზეც „ნაცია“, სტადიონზეც „ნაცია“ და სპორტის სასახლეშიც „ნაცია“, - ამის შესახება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მან კომენტარი გააკეთა გუშინ უკრაინასთან მატჩის შემდეგ კალათბურთელ გიორგის შერმადინის მიერ პრემიერ-მინისტრ კობახიძისთვის გადახდილი მადლობის ფონზე მაყურებელთა მხრიდან შეძახილებზე.
პაპუაშვილის თქმით, ასეთ დროს ადამიანთა მცირე ჯგუფის მხრიდან მსგავს ქმედებაზე ვერაფერს იტყვის.
„ნაცი“ „ნაცია“, „ნაცი“ რუსთაველზეც „ნაცია“, სტადიონზეც „ნაცია“ და სპორტის სასახლეშიც „ნაცია“. „ნაცს“ რა უნდა უთხრა, როდესაც ამ დროს რამდენიმე ათეული ადამიანი რაღაც ასეთ საქციელს სჩადის, რა უნდა ველაპარაკოთ? „ნაცი“ „ნაცია“!- განაცხადა პაპუაშვილმა.