ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა განაცხადა, რომ თუ რუსეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს უკრაინის საზღვრების მინიმალურად შეცვლის უფლება მიეცემა, აგრესორი ადრე თუ გვიან იგივეს გააკეთებს ლიეტუვის ტერიტორიაზე.
ბადრისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია ოკუპირებული ტერიტორიების ოკუპაციის ლეგიტიმაციის თავიდან აცილება.
„თუ საზღვრების რაიმე ფორმით, თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო გზით გადახედვას დავუშვებთ, ისინი ჩვენთან მოვლენ მარკერითა და რუკით, შემდეგ კი ტანკებით საზღვრების გადასახაზად.
ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ ოკუპირებული ტერიტორიების რაიმე დე იურე ან დე ფაქტო ლეგიტიმაცია. ეს პრინციპები უაღრესად მნიშვნელოვანია“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
მინისტრის თქმით, უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად მოლაპარაკებებში არსებული ბერკეტების გამოყენება უმნიშვნელოვანესია.
„ევროპას რამდენიმე ინსტრუმენტი აქვს. მათ შორის, გაყინული რუსული აქტივები. ჩვენ აქტივების ნაწილი უკრაინას რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავცეთ. მეორე მნიშვნელოვანი ბერკეტი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაა. მესამე ბერკეტს კი ომის დანაშაულებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნა წარმოადგენს“, - აღნიშნა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.