აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა შეიმუშავა სამშვიდობო გეგმა უკრაინაში რუსეთის ომის მოსაგვარებლად, რომელიც ითვალისწინებს „რუსული მხარის წინადადებას“ და „უკრაინის წინა და მიმდინარე წინადადებებს“.
რუბიომ შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელ X-ში ჟენევაში უკრაინის, აშშ-ისა და ევროპის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების წინა დღეს გააკეთა.
კერძოდ, სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო გეგმა შეთავაზებულია „როგორც მიმდინარე მოლაპარაკებების სანდო საფუძველი“.
„ის [„სამშვიდობო გეგმა“] რუსული მხარის წინადადებას ეფუძნება. თუმცა, ის ასევე ეფუძნება უკრაინის წინა და მიმდინარე წინადადებებსაც“, - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, მანამდე ამერიკელმა სენატორებმა განაცხადეს, რომ მარკო რუბიომ მათთან საუბრისას განმარტა, რომ „სამშვიდობო გეგმა ტრამპის ადმინისტრაციის გეგმა არ არის და ის რუსეთის „სურვილების სიაა“.