აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა უკრაინისთვის „სამშვიდობო გეგმის“ ძირითადი პრინციპები გამოაცხადა, რომელსაც თეთრი სახლი რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით ამუშავებს.
X-ზე გამოქვეყნებულ თავის პოსტში მან აღნიშნა, რომ დოკუმენტი სამ მიზანს ეფუძნება: მკვლელობების შეჩერებას და უკრაინის სუვერენიტეტის შენარჩუნებას; გეგმის ჩამოაყალიბებას, რომელიც მისაღები იქნება როგორც უკრაინისთვის, ასევე რუსეთის ფედერაციისთვის; მაქსიმალური გარანტიების უზრუნველყოფას, რომ ომი აღარ დაიწყება.
გარდა ამისა, პოლიტიკოსმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ამ რუსეთ-ამერიკული „სამშვიდობო გეგმის“ კრიტიკოსებს ან არასწორად ესმით, ან უგულებელყოფენ უკრაინის ფრონტზე არსებულ რეალურ ვითარებას.
მან „ფანტაზია“ უწოდა იმ რწმენას, რომ დამატებითი ფული, იარაღი ან სანქციები უკრაინას გამარჯვებამდე მიიყვანდს.
„ფანტაზიაა, თითქოს რაც უფრო მეტ ფულს, მეტ იარაღს ან მეტ სანქციებს მივცემთ, მაშინ გამარჯვება მოახლოვდება. მშვიდობას ვერ მიაღწევენ წარუმატებელი დიპლომატები ან პოლიტიკოსები, რომლებიც გამოგონილ ქვეყანაში ცხოვრობენ. მისი მირწევა შეუძლიათ რეალურ სამყაროში მცხოვრებ ჭკვიან ადამიანებს,“ - წერს ვენსი.