ქართველები ბრიუსელს არ მივასაკუთრებინებთ ევროპას და ნუ გველაპარაკებიან ევროპის სახელით. აქ არ ვართ ნაკლები ევროპელები, ქართველები და შეიძლება ვიღაცაზე ცოტა მეტიც - მათ შორის იმ კავშირში, ასი წლის წინ რომ სახელმწიფო შეიქმნა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ბრიუსელი თავად არის აცდენილი ევროპულ ღირებულებებს.
„ქართველებმა შარშან, 26 ოქტომბერს რეფერენდუმზე თქვეს ერთი რაღაც, რომ ქართველები ბრიუსელს არ მივასაკუთრებინებთ ევროპას და ნუ გველაპარაკებიან ევროპის სახელით. აქ არ ვართ ნაკლები ევროპელები, ქართველები და შეიძლება ვიღაცაზე ცოტა მეტიც - მათ შორის იმ კავშირში, ასი წლის წინ რომ სახელმწიფო შეიქმნეს. ჩვენ ნუ გველაპარაკებიან ევროპის სახელით ის ხალხი, რომლებმაც არჩევნები 90-იან წლებში ისწავლეს რა არის. ჩვენ, რომლებმაც 1918 წელს დამოუკიდებლობის შემდეგ პირველებმა ავირჩიეთ თავისუფალი და მათ შორის ქალების და მამაკაცების თანასწორი საარჩევნო უფლებით. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ბრიუსელს ველაპარაკებით, როგორც ევროპა და როგორც ევროპელები და ამიტომაც ვამბობთ დღეს, ბრიუსელია აცდენილი ევროპულ ღირებულებებს და უნდა დაბრუნდეს იქ, რაზეც ფუძნდებოდა ევროკავშირი. ამას ჩვენ ხომ არ ვამბობთ, ეს დისკუსია ევროკავშირის შიგნით არის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.