მამაცი ქართყველი ხალხი სიცივესა და ზაფხულის სიცხეში, მთელი ერთი წელი იდგნენ და აპროტესტებდნენ არაკანონიერ, გაყალბებულ არჩევნებს, - ამის შესახებ სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა სენატორმა როჯერ უიკერმა აშშ-ს ჰელსინკის კომისიის სხდომაზე განაცხადა.
"მადლობა კონგრესმენო უილსონ, საქართველოს რესპუბლიკის მტკიცე და მამაცი ხალხის ხსენებისთვის, რომლებიც სიცივესა და ზაფხულის სიცხეში, მთელი ერთი წელი იდგნენ და აპროტესტებდნენ არაკანონიერ, გაყალბებულ არჩევნებს, რომელიც გაყალბებულად ევროკავშირმა და არაერთმა ამერიკელმა აღიარა", - განაცხადა უიკერმა.