შეერთებული შტატები მტკიცედ თანამშრომლობს პარტნიორებთან, რათა აიძულოს რუსეთი დიპლომატიისა და პირდაპირი დიალოგისკენ უკრაინასთან ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კანადაში უკრაინელ კოლეგასთან, ანდრიი სიბიჰასთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.
რუბიომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის შეხვდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს და კოლეგებს G7-ის ქვეყნებიდან, რათა განიხილონ „უკრაინის თავდაცვის გაძლიერების და ამ სისხლიანი კონფლიქტის დასრულების გზები“.
„ამერიკის შეერთებული შტატები ურყევად აგრძელებს პარტნიორებთან თანამშრომლობას, რათა აიძულოსრუსეთი, დიპლომატიური და პირდაპირი გზით ჩაერთოს უკრაინასთან ძლიერი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“, - დაწერა სახელმწიფო მდივანმა.
როგორც ცნობილია, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა 11-12 ნოემბერს კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანიტა ანანდის მიწვევით დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დასასწრებად კანადას ეწვია.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მანამდე განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ამ კვირაში კანადაში დაგეგმილ G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას შეუერთდება, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, აშშ-ის პრეზიდენტის უკრაინაში სამშვიდობო ინიციატივასაც განიხილავს.
დიდი შვიდეულის მინისტერიალი 11-12 ნოემბერს კანადაში, ონტარიოს შტატში, ნიაგარას რეგიონში იმართება.