აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, განაცხადა, რომ პალესტინური დაჯგუფება „ჰამასი“ ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის განკუთვნილ ჰუმანიტარულ დახმარებას იტაცებს მას შემდეგ, რაც გასულ თვეში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა.
„ჰამასი“ აგრძელებს ღაზის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების ჩამორთმევას, რომელიც მათ უკიდურესად სჭირდებათ.
ეს ქურდობა ძირს უთხრის საერთაშორისო ძალისხმევას, მხარი დაუჭიროს პრეზიდენტ ტრამპის 20-პუნქტიან გეგმას, რომელიც უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან დახმარებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა რუბიომ.
სახელმწიფო მდივანმა ჰამასს ღაზის უკეთესი მომავლის გზაზე დაბრკოლება უწოდა და დასძინა, რომ დაჯგუფების წევრებმა იარაღი უნდა დაყარონ და ძარცვა შეწყვიტონ.
„ჰამასი“ დაბრკოლებაა. მათ უნდა დაყარონ იარაღი და შეწყვიტონ ძარცვა, რათა ღაზას უკეთესი მომავალი ჰქონდეს“, – წერს რუბიო.
რუბიომ მანამდე განაცხადა, რომ პალესტინის ანკლავის მომავალი ჰამასს არ უნდა უკავშირდებოდეს.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის მეორე ფაზა „ჰამასის“ განიარაღებას ითვალისწინებს.