ხუთშაბათს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სლავიანსკის თბოელექტროსადგურზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„რამდენიმე საათის წინ სლავიანსკის თბოელექტროსადგურზე დარტყმა განხორციელდა - რუსული ბომბების დარტყმა. სამწუხაროდ, ორი ადამიანი დაიღუპა. სამძიმარს ვუცხადებ. არიან დაჭრილები. და ეს ნამდვილი ტერორია. ნორმალურები ასე არ იბრძვიან და რუსეთის ომზე მსოფლიომ სათანადო რეაგირება უნდა მოახდინოს“, - განაცხადა ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში.
პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ დღეს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი ჰერმან გალუშჩენკო შეხვედრების მართავს დიდი შვიდეულის (G7) ენერგეტიკის მინისტრების წარმომადგენლებთან.
„და ეს ის ქვეყნებია, რომლებსაც შეუძლიათ და აუცილებლად დაუჭერენ მხარს უკრაინას. ჩვენ ვუზრუნველყოფთ მათთან ამ ტიპის მუშაობას“, - განაცხადა ზელენსკიმ.