აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა სამხრეთ კორეის ქალაქ პუსანში ორმხრივი შეხვედრა გამართეს, რაც ტრამპის მეორე ვადის დაწყებიდან პირველი შეხვედრაა.
შეხვედრა საათსა და 40 წუთს გაგრძელდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტის გრაფიკით გათვალისწინებულ დროზე მეტია.
ტრამპმა დასაწყსიში განაცხადა, რომ „ძალიან წარმატებულ შეხვედრას“ ელოდა.
თავის მხრივ, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ტრამპის პრეზიდენტობის ცხრა თვის განმავლობაში მათ სამჯერ ისაუბრეს ტელეფონით და წერილები გაცვალეს.
„ნორმალურია, რომ მსოფლიოს ორი წამყვანი ეკონომიკა დროდადრო უთანხმოებას განიცდიდეს“, - დასძინა ჩინეთის ლიდერმა.
ლიდრებმა ტარიფებთან, იშვიათ ლითონებთან, ხელოვნური ინტელექტის ჩიპებთან და TikTok-თან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
მედიის ცნობით, შეხვედრას, აშშ-ის მხრიდან, ესწრებოდნენ ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ვაჭრობის მდივანი ჰოვარდ ლუტნიკი, თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი სუზი უაილსი და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი ჯემისონ გრირი.
შეხვედრის შემდეგ ლიდერებს განცხადებები არ გაუკეთებიათ.