აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ინდოეთი გააგრძელებს აშშ-ში ექსპორტზე მასშტაბური ტარიფების გადახდას, ვიდრე რუსული ნავთობის შესყიდვას არ შეწყვეტს. ამის შესახებ Reuters იუწყება.
კვირას, Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას, ტრამპმა განაცხადა, რომ ესაუბრა ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის, რომელმაც მისი თქმით, დაარწმუნა, რომ რუსული ნავთობის იმპორტზე უარს იტყოდა.
„მე ვესაუბრე ინდოეთის პრემიერ-მინისტრ მოდის და მან თქვა, რომ რუსულ ნავთობს არ იყიდის“, - თქვა ტრამპმა.
როდესაც ჟურნალისტებმა ინდოეთის ხელისუფლების მიერ ასეთი საუბრის არსებობის უარყოფის შესახებ შეკითხვბა დაუსვეს, ამერიკის პრეზიდენტმა უპასუხა: „თუ მათ ამის უარყოფა სურთ, მაშინ ისინი უბრალოდ გააგრძელებენ "უზარმაზარი" გადასახადების გადახდას, მათ კი ეს არ უნდათ“.
რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტი ვაშინგტონსა და ნიუ დელის შორის სავაჭრო მოლაპარაკებებში ერთ-ერთ მთავარ გამაღიზიანებელ საკითხად რჩება.
ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ინდურ საქონელზე 50%-იანი ტარიფების ნახევარი რუსული ნავთობის შესყიდვების საპასუხოდ დაწესდა.