აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი გამოსვლა ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოსაწერად შეკრებილ მსოფლიო ლიდერებთან ერთად დაასრულა, რითაც ხაზი გაუსვა შეთანხმების ისტორიულ შინაარს და მომენტის ერთიანობას.
„პირველად, ახლო აღმოსავლეთის კრიზისმა გააერთიანა ხალხი და არა დაყო ისინი და ჩვენ ვაცხადებთ, რომ ჩვენი მომავალი არ იქნება განსაზღვრული წარსული თაობების ომებით, ეს სისულელეა. ამიტომ, მოდით, ერთად გავაგრძელოთ თანამშრომლობისა და კეთილი ნების სულისკვეთებით, რამაც საბოლოოდ მიგვიყვანა ამ წარმოუდგენელ, ისტორიულ შედეგამდე“, - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმებას აქვს პოტენციალი, იყოს უდიდესი.
„ეს ყველაფერი დროის მცირე მონაკვეთში მოხდა. უდიდესი შეთანხმებები უბრალოდ თავისით ხდება და სწორედ ეს მოხდა აქ. და შესაძლოა, ეს იყოს ყველაზე დიდი შეთანხმება მათ შორის“, – თქვა ტრამპმა.
გამოსვლის შემდეგ, ტრამპი შეკრებილ ლიდერებთან ხანმოკლე შეხვედრა გამართა.