აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვლავ დააფიქსირა მხარდაჭერა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიმართ.
ტრამპმა ვიქტორ ორბანს 2026 წლის მომავალ არჩევნებში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ის წინა შედეგის გადაჭარბებას შეძლებს.
„შესანიშნავი ხარ. ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანი არ მეთანხმება, მაგრამ მე ვარ ის, ვინც მნიშვნელოვანია. მე მხარი დავუჭირე მას წინა არჩევნებში და 28 ქულით მოიგო. შენ კიდევ უკეთეს შედეგებს მიაღწევ ამ ჯერზე, თუ კიდევ გექნება არჩევნები“, – თქვა ტრამპმა შარმ ელ-შეიხში ვიქტორ ორბანზე საუბრისას.