ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ-შეიხში ახლო აღმოსავლეთს სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დოკუმენტს ხელი ოთხმა ლიდერმა, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ყატარის ემირმა, შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ-ტანიმ მოაწერეს.
„ყოველთვის ამბობდნენ, რომ მესამე მსოფლიო ომი ახლო აღმოსავლეთში დაიწყებოდა, მაგრამ ეს აღარ მოხდება“, - აღნიშნა ტრამპმა ეგვიპტეში გამართულ სამიტზე.
შეხვედრას ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატაჰ ალ-სისი და დონალდ ტრამპი უძღვებიან.