რუსეთის ქალაქ ტიუმენზე, რომელიც უკრაინიდან 2000 კილომეტრში მდებარეობს, დრონებით თავდასხმა განხორციელდა.
რუსული Telegram-არხის, Astra-ს ცნობით, ტიუმენის ანტიპინოს მიკრორაიონში, ერთ-ერთი კომპანიის ტერიტორიაზე სამი უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს და გაანეიტრალეს.
რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ უპილოტო საფრენი აპარატების აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია 6 ოქტომბრის საღამოს გახდა ცნობილი.
ტიუმენის საინფორმაციო ცენტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ საგანგებო სიტუაციების სამსახურებმა „დრონების აფეთქება აღკვეთეს“ და „აფეთქებები ან ხანძარი არ დაუშვეს“.
„ტერიტორიაზე არსებული ყველა ბიზნესი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და სამუშაოები არ შეუჩერებიათ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამავდროულად, Astra წერს, რომ ადგილობრივებმა აფეთქერბების ხმა გაიგეს.
ტიუმენში უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა.