5 ოქტომბრის ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 50-ზე მეტი რაკეტა და დაახლოებით 500 მოიერიშე დრონი გაუშვა. სამიზნე იყო ლვოვის, ივანო-ფრანკოვსკის, ზაპორიჟიეს, ჩერნიჰივის, სუმის, ხარკოვის, ხერსონის, ოდესისა და კიროვოგრადის რეგიონები. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Facebook-ზე წერს.
ზელენსკის ცნობით, ხუთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსები სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურას ესხმიან თავს. მან პარტნიორებს მეტი თავდაცვის იარაღის გადაცემისთვის მოუწოდა.
ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი დაცვა, ყველა თავდაცვითი შეთანხმების უფრო სწრაფი განხორციელება, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის საკითხთან დაკავშირებით, რათა ამ საჰაერო ტერორიზმმა აზრი დაკარგოს.
ცაში ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელია და ამან შეიძლება გზა გაუხსნას ნამდვილ დიპლომატიას. ამერიკამ და ევროპამ უნდა იმოქმედონ პუტინის შესაჩერებლად“, - განაცხადა ზელენსკიმ.