ქართველი ხალხის სახელით, ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებ ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების ელჩებს, - ასე ეხმიანება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩების დაბარებას.
„ქართველი ხალხის სახელით, ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებ ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების ელჩებს. ჩვენი ევროპული გზის შეფერხების მცდელობები წარუმატებლობისთვისაა განწირული - საქართველოს ევროპული მომავალი შეუქცევადია!“ - წერს ზურაბიშვილი.