აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, უკრაინაში ვიზიტის მოწვევა მიიღო. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიჰამ განაცხადა.
კერძოდ, მან აღნიშნა, რომ გუშინ, გენერალური ასამბლეის ბოლო დღე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოწვევით ნატო-ს ყველა მოკავშირისა და უკრაინის მნიშვნელოვანი ტრანსატლანტიკური შეხვედრით დასრულდა.
ამ შეხვედრაზე განიხილეს უკრაინის გაძლიერებისა და რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გაზრდის შემდგომი ნაბიჯები.
შეხვედრის შემდეგ, როგორც სიბიჰა სოციალურ ქსელში წერს, მას საშუალება ჰქონდა პირადად ესაუბრა რუბიოსთან და განეხილა ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის მიღწეული შეთანხმებების შესრულება.
საუბრის დროს, როგორც მინისტრი წერს, მან კოლეგა უკრაინაში მისთვის მოსახერხებელ დროს ვიზიტით მიიწვია.
„მადლობელი ვარ, რომ ეს მოწვევა მიიღეს“, - წერს სიბიჰა.
მინისტრის თქმით, გუშინდელმა დღემ „ნამდვილად მოგვცა განცდა, რომ მარტო არ ვართ“.
„დღე, რომელმაც დაადასტურა, რომ სიმართლე ჩვენს მხარესაა. ხვალ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას უკრაინისთვის კონკრეტული შედეგების მისაღწევად“, - წერს სიბიჰა.