უკრაინელმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს მიმართულებაზე რუსული სუ-34 ჩამოაგდეს, ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. აღნიშნული 25 სექტემბერს, ადგილობრივი დროით, დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა.
როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალები აღნიშნავენ, რუსული გამანადგურებელი ზაპოროჟიეში თავდასხმებს მართვადი ბომბების გამოყენებით ახორციელებდა.