გერმანია-საქართველოს ურთიერთობებში ახალ დაბალ წერტილზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობასა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს დავაკისრე. ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს მას შემდეგ, რაც ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა დაბარებული.
ელჩი აცხადებს, რომ არ მოუსმინეს.
“საქართველოში გერმანიის ელჩის პირველი “დაბარება”. გერმანიისთვის, დეტალურად უარვყავი ჩემს წინააღმდეგ უსაფუძვლო თავდასხმები და გერმანია-საქართველოს ურთიერთობებში ახალ დაბალ წერტილზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობასა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს დავაკისრე, რომლებიც ქმედებებითა და რიტორიკით გამოიწვიეს ეს და ბლოკავენ ევროკავშირისკენ გზას.
არ მომისმინეს.
რადიკალი არ ვარ.
გერმანია მეგობრად რჩება”, - წერს ფიშერი.