თუშეთში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი სიმაღლიდან გადავარდა.
შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.