ერთადერთი მოძალადე დღეს საქართველოში ივანიშვილის რუსული რეჟიმია. დარწმუნებული ვარ 4 ოქტომბერს იქნება ძალიან ბევრი ადამიანი და სწორედ ბევრი პატრიოტი ადამიანის ძალა დაამარცხებს რუსულ რეჟიმს, რომლითაც მიეცემა ქვეყანას რომ განვითარდეს, - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა პაპუაშვილის განცხადებაზე
“ერთადერთი, ვინც მოძალადეა დღეს ჩვენს ქვეყანაში, არის სწორედაც რუსული რეჟიმი, ვინც უბიძგებს ადამიანებს, რომ მათ იბრძოლონ საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროტესტი იქნება იმდენად დიდი, იმდენად ხალხმრავალი, რომ მათ არ მიეცემათ იმის საშუალება, რაც აქვთ ჩანაფიქრი, რომ მოაწყონ სხვადასხვა პროვოკაციები. ყველაფერს ეცდებიან და ბოლო თვეების განმავლობაში საკმარისად ცდილობდნენ, რომ შეურაცხყოფა მიეყენებინათ როგორც ქართველი ხალხისთვის, ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის და გადაბრალების რეჟიმში არიან, ცდილობენ არეულობის ფონი შეიტანონ ადამიანებში, რომ ბევრი ადამიანი არ მოვიდეს პროტესტზე. დარწმუნებული ვარ 4 ოქტომბერს იქნება ძალიან ბევრი ადამიანი და სწორედ ბევრი პატრიოტი ადამიანის ძალა დაამარცხებს რუსულ რეჟიმს, რომლითაც მიეცემა ქვეყანას რომ განვითარდეს.” - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა