მზია ამაღლობელისა და საქართველოს პროდემოკრატიული საპროტესტო მოძრაობისთვის სახაროვის პრემია სიმბოლურ ჯილდოზე მეტი იქნება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ სახაროვის პრემიაზე მზია ამაღლობელის კანდიდატურის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, „მალე ერთი წელი გახდება, რაც ქართველები ევროკავშირის დროშებით ხელში ევროპული მომავლისთვის იბრძვიან“.
"ჟურნალისტები, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან, ნამდვილი ევროპული ღირებულებების სიმბოლოები არიან. სწორედ ამას წარმოადგენს სახაროვის პრემია. მზია ამაღლობელისა და ქართველი ხალხის კანდიდატურა ყველა მთავარი პოლიტიკური ჯგუფის მიერ იქნა წარმოდგენილი. ჩვენს კანდიდატურას, ორ დღეზე ნაკლებ დროში, 66-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
ჩვენი წამოყენებული კანდიდატურა სიგნალია მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის, რომელსაც სახაროვის პრემიის ლაურეატი ჯერ არ ჰყოლია. ეს წინადადება მნიშვნელოვანია მთელი შავი ზღვის რეგიონისთვის, ხოლო ჩვენთვის, ევროპისთვის, ამ რეგიონში დემოკრატიის განვითარება უმნიშვნელოვანესია. მზია ამაღლობელისა და საქართველოს პროდემოკრატიული საპროტესტო მოძრაობისთვის სახაროვის პრემია სიმბოლურ ჯილდოზე მეტი იქნება. საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის ამას ცვლილებების მოხდენა შეუძლია. ჩვენთვის კი შეიძლება ეს ის მუხტი გახდეს, რომ იმის დასაცავად, რისთვისაც ისინი იბრძვიან და ასევე, ჩვენ ვიბრძვით, უფრო მეტი გავაკეთოთ“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.