ოპოზიციას არანაირი მშვიდობიანი პროტესტი არ უნდა, განცხადებებიც ამას ადასტურებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ომის წინ მოწინააღმდეგის რიცხვები რომ აინტერესებთ ხოლმე, ესენიც ასე რატომ ითვლიან სამართალდამცავების რაოდენობას? დაპირისპირებას აპირებენ? აბა, მშვიდობიანი პროტესტი იქნება და ძალადობრივი არ იქნებაო? რა მათი საქმეა, რამდენი თანამშრომელია? ხალხთან აპირისპირებენ? იმდენი ნიჭიც არ აქვთ, რომ ასეთი სულელური განცხადებები არ გააკეთონ. წარმოიდგინეთ, საფრანგეთში ან გერმანიაში რომელიმე ოპოზიციონერმა თქვას, ჩვენ ამდენი ვართ და ისინი იმდენი და ვინ მოერევაო. ეს განცხადება მტკიცებულებაა, რომ ძალადობრივ აქციებს აპირებენ, რაც არ გამოუვათ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ განაცხადა: „აქციაზე მოდიან საკუთარი შვილებით, ოჯახის წევრებით, ე.წ. ხელისუფლებამ და სპეცრაზმმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ კონსტიტუციით განსაზღვრული თავდაცვის უფლება და თავს დაიცავენ“.