მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვის მიმართულებით გაშვებული უკრაინის შეიარაღებული ძალების 21 დრონი ჩამოაგდეს.
მისი ინფორმაციით, ნამსხვრევების ჩამოცვენის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობენ.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით რუსეთის 10 რეგიონში და შავი და აზოვის ზღვების აკვატორიებში 69 უკრიანული დრონი ჩამოაგდეს.