უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს შეხვდა.
ზელენსკისა და კელოგის შეხვედრა ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიის დაწყებამდე გაიმართა.
ზელენსკიმ კელოგს ფრონტზე არსებული ვითარებისა და დობროპლიესა და პოკროვის მახლობლად უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევითი ოპერაციის შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
მათ ასევე ისაუბრეს უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის განვითარებაზე, კერძოდ, დრონებისა და ამერიკული იარაღის შესყიდვის შესახებ ორმხრივად მომგებიან შეთანხმებებზე, რომელიც უკრაინამ აშშ-ს შესთავაზა.
„მადლობელი ვარ კიტ კელოგის მხარდაჭერისა და დახმარებისთვის, ასევე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ომის დასრულებისა და მკვლელობების შეჩერების ძალისხმევისთვის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.