თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი სამშაბათს, 23 სექტემბერს, ნიუ იორკში შეხვდებიან.
ლევიტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ნიუ იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 80-ე სესიას დაესწრება, სადაც სამშაბათს, 23 სექტემბერს, მნიშვნელოვან სიტყვით გამოვა.
„პრეზიდენტი ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს გაერო-ს გენერალურ მდივანთან და უკრაინის, არგენტინისა და ევროკავშირის ლიდერებთან“, - აღნიშნა მან.