აშშ სათანადოდ უპასუხებს ამ „კუდიანებზე ნადირობას“ – ასე ეხმიანება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის განაჩენს.
„სანქცირებული ადამიანის, უფლებათა დამრღვევის, ალექსანდრ დე მორაესის მხრიდან პოლიტიკური დევნა გრძელდება - მან და ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ უსამართლოდ მიიღეეს გადაწყვეტილება ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს დაპატიმრების შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატები შესაბამისად უპასუხებს ამ “კუდიანებზე ნადირობას”“, - წერს რუბიო სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში დამნაშავედ ცნეს და მას 27 წლითა და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯეს.