სუს-ის მიერ შექმნილი თაღლითური პარტია ცდილობს ხალხის შეცდომაში შეყვანას - ნუ მიიღებთ მონაწილეობას რუსულ სპეცოპერაციაში, 4 ოქტომბერს გელოდებით რუსთაველზე, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ჯეიჰუნ მუჰამედალიმ.
„დღეს ჩვენ მარნეულში შევხვდით ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას. ჩვენი მთავარი მიზანი ის იყო, რომ ხალხს გაეგო თუ რამდენად მნიშვნელოვანია მონაწილეობის არ მიღება 4 ოქტომბრის სპეცოპერაციაში. მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ „ოცნებას” სურს ლეგიტიმაციის მიღება. ასევე ხალხთან საუბრისას აღმოვაჩინეთ, რომ სუს-ის მიერ მინიჭებულ თაღლითურ პოლიტიკურ პარტიაზე ამბობენ, რომ არის „ნაციონალური მოძრაობის“ და ქმნიან ილუზიას, რომ მიხეილ სააკაშვილის პარტია იღებს მონაწილეობას და ასე ცდილობენ ოპოზიციის სახე შექმნან და საკრებულოში შეიყვანონ ადამიანები. თუმცა ნურას უკაცრავად, მოვახსენებთ ყველას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ფარსში მონაწილეობას არ იღებს და არ მოიტყუონ თავი, არ მივიდნენ არჩევნებზე, მივიდნენ რუსთაველზე და უარი თქვან „ოცნების“ რეჟიმზე“, - განაცხადა ჯეიჰუნ მუჰამედალიმ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე იკრიბება. 4 ოქტომბერთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია გრძელდება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მდივანი გიორგი ბოტკოველი, პარტიის წევრ ჯეიჰუნ მუჰამედალისთან ერთად, ქვემო ქართლში, კერძოდ მარნეულში იმყოფებოდნენ, სადაც მათ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს და მოსახლეობას 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდეს“, - ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.