უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმირ პუტინის მოსკოვში მოლაპარაკებებისთვის მოწვევაზე უარი თქვა და რუსეთის ლიდერს კიევში ჩასვლა შესთავაზა. ამის შესახებ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„მას შეუძლია კიევში ჩამოვიდეს. მე არ შემიძლია მოსკოვში წასვლა, როცა ჩემი ქვეყანა ყოველდღე სარაკეტო დაბომბვის ქვეშაა, ამ ტერორისტის დედაქალაქში ვერ ჩავალ. პუტინი ამას ხვდება“, - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პუტინის წინადადება რეალური შეხვედრის გადადების საშუალებაა.
„თუ ადამიანს არ სურს შეხვედრა ომის დროს, მას, რა თქმა უნდა, შეუძლია შემოგვთავაზოს ისეთი რამ, რაც ჩემთვის ან სხვებისთვის მიუღებელი იქნება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.