რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოატყუა და ალასკაში შეხვედრის შემდეგ უკრაინაზე თავდასხმები გააძლიერა. ვაშინგტონი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს.
აღნიშნული განცხადება აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა გააკეთა.
Fox News-თან ინტერვიუში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინის ქმედებები არ შეესაბამება იმ განზრახვებს, რაზეც მანამდე საუბრობდა.
„პუტინმა ანკორიჯში შეხვედრის შემდეგ, სატელეფონო ზარის შემდეგ, როდესაც ევროპელი ლიდერები და ზელენსკი მომდევნო ორშაბათს თეთრ სახლში იმყოფებოდნენ, საპირისპირო გააკეთა იმისა, რაც მან მიანიშნა, რომ სურდა. ფაქტობრივად, მან დაბომბვის კამპანია ამაზრზენი მანერით გააგრძელა “, - თქვა ბესენტმა.
აშშ-ის ხაზინის მდივნის თქმით, ტრამპისგან რუსეთზე სანქციების ზეწოლის „ყველა ვარიანტი“ შესაძლებელია.
„ვფიქრობ, ამ კვირაში მათ ძალიან დეტალურად განვიხილავთ“, - თქვა ბესენტმა.