შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მარკო რუბიოს განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელდა.
"ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ.
"შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს უკრაინის, როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანის მომავალს. ჩვენ გვჯერა, რომ მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია მოლაპარაკებების გზით - შეთანხმებით, რომელიც დაიცავს უკრაინის სუვერენიტეტს და უზრუნველჰყოფს მის გრძელვადიან უსაფრთხოებას. ეს გახდება საფუძველი მდგრადი და სამართლიანი მშვიდობისთვის.
ამ დამოუკიდებლობის დღეს, როცა პატივს მივაგებთ თქვენი ქვეყნის ისტორიას, შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის ეკონომიკური და უსაფრთხოების სფეროებში ჩვენი პარტნიორობის გაღრმავებას - მშვიდობიანი და კეთილდღეობით სავსე მომავლისათვის, ჩვენი ერების საკეთილდღეოდ".