რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა რუსეთი ოფიციალურად აღიაროს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ, თუ რუსეთი გატაცებულ უკრაინელ ბავშვებს არ დააბრუნებს. ამის შესახებ გრემი Х-ზე წერს.
„ბავშვების სამშობლოდან გატაცება ამაზრზენი და ბარბაროსული აქტია,“ - წერს სენატორი.
სენატორმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დროს რუსეთის ფედერაციამ 19 ათასზე მეტი უკრაინელი ბავშვი გაიტაცა.
მისი თქმით, ის აპირებს ინიცირება გაუწიოს კანონპროექტის მიღებას, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად აღიარებს.