აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის ალასკაში გამართული შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირი მოუთმენლად ელის სამმხრივ სამიტს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით და მზადაა შეუერთდეს მის მომზადებას. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.
„დღეს დილით პრეზიდენტმა ტრამპმა ჩვენ და პრეზიდენტ ზელენსკის 2025 წლის 15 აგვისტოს ალასკაში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ინფორმაცია მოგვაწოდა.
ლიდერები მიესალმნენ პრეზიდენტ ტრამპის მცდელობებს... რუსეთის აგრესიული ომის დასრულებისა და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“, - ნათქვამია განცხადებაში.
„როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, „შეთანხმება არ არის, სანამ შეთანხმება არ იქნება“. პრეზიდენტ ტრამპის ხედვით, შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს შემდგომი მოლაპარაკებები, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკისთან, რომელსაც ის მალე შეხვდება. ჩვენ, ასევე, მზად ვართ, ვითანამშრომლოთ პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან სამმხრივი სამიტის გასამართად ევროპის მხარდაჭერით.
ჩვენ ასევე მზად ვართ ვითანამშრომლოთ პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან, რათა მოვამზადოთ სამმხრივი სამიტი ევროპის მხარდაჭერით“, - აცხადებენ ევროკავშირის ლიდერები.
ჩვენ ნათლად ვაცხადებთ, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს ურყევი უსაფრთხოების გარანტიები, რათა ეფექტურად დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას, რომ შეერთებული შტატები მზადაა უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები. „მსურველთა კოალიცია“ მზადაა აქტიური როლი შეასრულოს. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ მეტი გავაკეთოთ უკრაინის სიძლიერის შესანარჩუნებლად, რათა მივაღწიოთ საბრძოლო მოქმედებების დასრულებას და სამართლიან და მდგრად მშვიდობას. სანამ უკრაინაში მკვლელობები გრძელდება, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე. ჩვენ გავაგრძელებთ სანქციების და უფრო ფართო ეკონომიკური ზომების გაძლიერებას, რათა ზეწოლა მოვახდინოთ რუსეთის საომარ ეკონომიკაზე, ვიდრე არ იქნება სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა. უკრაინას შეუძლია, დაეყრდნოს ჩვენს ურყევ სოლიდარობას მაშინ, როდესაც ჩვენ ვმუშაობთ მშვიდობისთვის, რომელიც დაიცავს უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების სასიცოცხლო ინტერესებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტს ხელი აწერენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა.