სიტყვები უძლურია იმ ემოციის გამოსახატად, რასაც იწვევს ჩემში ეს უსამართლობა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი 2015-2018 წლებში, მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძე დავით ხომერიკის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ჯანელიძე წერს, „ერთი კაცის სურვილებზე და ახირებებზე ჩამოკიდებულ სამართალს მივყავართ ლავროვისა და პუტინის საოცნებო СССР-ში“
„ბევრი ვწერე და წავშალე, სიტყვები უძლურია იმ ემოციის გამოსახატად, რასაც იწვევს ჩემში ეს უსამართლობა…
ვერც საზოგადოებად შევდგებით, და მითუმეტეს, ვერც სახელმწიფოდ, სანამ არ გვექნება სამართლიანობა ქვეყანაში.
ერთი კაცის სურვილებზე და ახირებებზე ჩამოკიდებულ სამართალს მივყავართ ლავროვის და პუტინის საოცნებო СССР-ში მხოლოდ”, - წერს მიხეილ ჯანელიძე.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიმდინარე აქციების ფარგლებში აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებული დავით ხომერიკი დამნაშავედ ცნო და 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.