რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა კომენტარი გააკეთა დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელ განცხადებებზე რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის შესახებ და თქვა, რომ კრემლის ლიდერს ვლადიმირ პუტინს აშშ-ის პრეზიდენტთან დაკავშირებით მცდარი მოლოდინები ჰქონდა.
მან კომენტარი გააკეთა ტრამპის დღევანდელ განცხადებაზე, რომ ვლადიმირ პუტინისთვის მიცემულ 50-დღიან ვადას 10 ან 12 შემცირებს
გრემმა აღნიშნა, რომ რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებები მიუთითებს „მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომის რეალური სურვილის ნაკლებობაზე“.
„პუტინმა სერიოზულად არასწორი გათვლები გააკეთა პრეზიდენტ ტრამპთან დაკავშირებით.
„იმედი მაქვს, რომ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი და ბრაზილია, რომლებიც პუტინის ომის მანქანას უჭერენ მხარს, მალე გადაიხდიან ამისთვის მოსალოდნელ ფასს“, - აღნიშნა მან.
სენატორმა ასევე დასძინა, რომ კონგრესი მზადაა, ორპარტიული ხმების დიდი უპირატესობით, „დაეხმაროს პრეზიდენტ ტრამპს მხარეების მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნების მცდელობებში“.
შეგახსენებთ,აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინასთან შეთანხმების მისაღწევად ვლადიმირ პუტინისთვის მიცემულ 50-დღიან ულტიმატუმს შეამცირებს.