26 ივლისის ღამეს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დრონებმა რუსეთის ქალაქ სტავროპოლში მდებარე ქარხანა „სიგნალს“ დაარტყეს,
რომელიც აწარმოებს ფართო სპექტრის რადიოელექტრონულ პროდუქციას, მათ შორის ციფრული ტელევიზიის აღჭურვილობას, ელექტროენერგიის აღრიცხვისა და განაწილების სისტემებს, ასევე ანტიკოროზიულ კათოდური დაცვისა და ნავთობმოპოვების ინდუსტრიისთვის საჭირო ტექნიკას. გარდა ამისა, ქარხანა სპეციალიზებულია სპეციალური დანიშნულების რადიოელექტრონული აპარატურის შემუშავებასა და წარმოებაში, მათ შორის ავიაციისა და რადიოელექტრონული ბრძოლის სფეროებისთვის.
რუსული მედიის ცნობით, ხანძარი გაჩნდა, დაშავებულები არ არიან.
„სიგნალი“ ევროკავშირის, აშშ-ის, უკრაინისა და იაპონიის სანქციების ქვეშ იმყოფება.